გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მინდა მის შვილს და ყველა ქართველ ახალგაზრდას წარმატება ვუსურვო - გოჩა მირცხულავა ღარიბაშვილის ჩარტერზე

ნახვები: 620 მინდა მის შვილს და ყველა ქართველ ახალგაზრდას წარმატება ვუსურვო - გოჩა მირცხულავა ღარიბაშვილის ჩარტერზე

„მინდა ვუსურვო ქართულ სახელმწიფოს ის რომ მას ქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ საკუთარი ათასობით სტუდენტი არ ყავდეს სტატუს შეჩერებული. მინდა ვისურვო ისიც, რომ საქართველოში ისე მძლავრად ცხოვრობდნენ ადამიანები, რომ არა თუ პენსილვანიის არამედ მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებში შეეძლოთ საკუთარი შვილების სწავლი საფასურის გადახდა“, -ამის შესახებ ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ „ტვ პალიტრას“ ეთერში განცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით პენსილვანიაში ოჯახთან ერთად გამგზავრებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საკითზე კომენტარს არა სახელწმიფო სამსახურები არამედ თავად ღარიბაშვილი უნდა აკეთებდეს.

„პირველყოვლისა მინდა მის შვილს ვუსურვო წარმატება და ყველა ქართველ ახალგაზრდას, ვისაც სწავლის, განათლების წყურვილი აქვს. მინდა ვუსურვო ქართულ სახელმწიფოს ის რომ მას ქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ საკუთარი ათასობით სტუდენტი არ ყავდეს სტატუს შეჩერებული. მინდა ვისურვო ისიც, რომ საქართველოში ისე მძლავრად ცხოვრობდნენ ადამიანები, რომ არა თუ პენსილვანიის არამედ მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებში შეეძლოთ საკუთარი შვილების სწავლი საფასურის გადახდა. ბატონ ღარიბაშვილტან დაკაშირებიტ კი ვიტყოდი, რომ ალბათ ყველაზე ეთიკური იქნებოდა მას გაეკეთებინა განცხადება. ასეთ საკითხებზე სახელმწიფო ინსტიტუტები არსად არ აკეტებენ განცხადებას, ეს არის კერძოდ მისი და მისი ოჯახის გასაკეთებელი განცხადება, იმიტომ რომ მას და მის ოჯახს ეხება. ეს არ ეხება არც ანზორ ჩუბინიძეს, არც ნინო გიორგობიანს არ ეხება სახელმწიფო სხვა სამსახურებს, რომლეებიც ახლა თავგამოდებულები არიან, ა ეხება ქართული ოცნების თავმჯდომარეს. ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოქალაქე, ირაკლი ღარიბაშვილის გასაკეთებელი განმარტებები“, -განაცხადა მირცხულავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა