გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის პირადი ვიზიტები ფინანსდებოდა ჯარის ბიუჯეტიდან, ვფიქრობ, ეს საკითხი უბრალოდ ცნობად მისაღები არ არის

ნახვები: 466 გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის პირადი ვიზიტები ფინანსდებოდა ჯარის ბიუჯეტიდან, ვფიქრობ, ეს საკითხი უბრალოდ ცნობად მისაღები არ არის

როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ისეთ საკითხებს დააყენებს ხოლმე, მერე თვითონ უტრიალდებათ, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე დაიწყეს ლაპარაკი, სადაც ნათელია ყველაფერი და დეკლარაციაშიც ყველა კარგად დაინახავს, მიიღეს ის, რომ გავიგეთ, თურმე პატიმარ სააკაშვილს თავის დროზე საკრედიტო ხაზები ჰქონია გახსნილი სამინისტროებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კომერციულ ბანკებში კი არ ჰქონდა გახსნილი საკრედიტოები, არამედ სამინისტროებში, ოღონდ ისე, რომ არ უნდა დაებრუნებინა.

„მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში 24 მილიონიანი საკრედიტო ხაზი ჰქონია გახსნილი პროცენტებისა და დაბრუნების გარეშე, საიდანაც აითვისა 14 მილიონი. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან ამ ინფორმაციით, რადგან აქ საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზე და საუბარია იმაზე, რომ ხელშეკრულებაც კი არსებობდა. მისი პირადი ვიზიტები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჯარის ბიუჯეტიდან, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უბრალოდ გასატარებელი და ცნობად მისაღები არაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა