გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ირაკლი კობახიძე - ორპირ კარში ყოფნა საშიშია, იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი, ორპირმა ქარმა გაციება იცის

ნახვები: 456 ირაკლი კობახიძე - ორპირ კარში ყოფნა საშიშია, იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი, ორპირმა ქარმა გაციება იცის

ორპირ კარში ყოფნა ძალიან საშიშია, ორპირმა ქარმა იცის გაციება, ეს მდგომარეობა სწორი არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა კახა კალაძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, სადაც კალაძე ამბობს: „ნატო-ს წევრობა არის ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, არ გვინდა ეს ღია კარი, თუ რამის თავი გაქვთ, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა ალიანსში“.

კობახიძის თქმით, იმედი აქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი.

„ზოგადად შემიძლია, გითხრათ, ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, ღია და ორპირ კარში ყოფნა არის ძალიან საშიში. იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა