გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ირაკლი კობახიძე - საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი

ნახვები: 477 ირაკლი კობახიძე - საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ საკუთრებას, არა მარტო სახელმწიფოს, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი.

„პირდაპირ აშკარად იკვეთება, რომ უბრალოდ აიღო და საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი, ეს დამატებითი თანხებია, რაზეც დღეს არის საუბარი, თორემ ასეთივე ფაქტები არის ასახული იმ საქმეში, რომელსაც ეს რადიკალური ოპოზიცია უწოდებს პიჯაკების საქმეს. რა შუაშია პიჯაკები? ადამიანს ჰქონდა ბიუჯეტი უბრალოდ ამოდებული, როგორც ამბობენ ხოლმე უხეშად, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა