გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

შალვა პაპუაშვილი - თავად ევროკავშირმა ქართველ ხალხს უნდა დაანახოს, რომ ის დამაჯერებელია და სანდოა

ნახვები: 465 შალვა პაპუაშვილი - თავად ევროკავშირმა ქართველ ხალხს უნდა დაანახოს, რომ ის დამაჯერებელია და სანდოა

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც თავად ევროკავშირმა ჩაატარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მათ შორის, საქართველოში, რომელიც ეხება საზოგადოების კვლევას, დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროკავშირის ინსტიტუტების ცოდნას და ა.შ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ეს კვლევაა ასახვა იმ იმედგაცრუებისა, რომელიც ქართველებს აქვთ ევროკავშირის მიმართ.

,,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ ამ კვლევამ აჩვენა, ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა საქართველოს მოსახლეობაში. ბოლო, ერთი წლის განმავლობაში, შემცირებულია 11 პროცენტით, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ასახვა იმ იმედგაცრუებისა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს ევროკავშირის მიმართ. იმის გამო, რომ შარშან, ივნისში ჩვენ ვნახეთ, ჩვეულებრივი უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. შარშან, ივნისში, სინამდვილეში, სამ ქვეყანასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინასთან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას, როგორც ომის საზღვართან მყოფ ქვეყანას და ასევე, საქართველოსთან დაკავშირებითაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არცერთი ქვეყნის მიმართ ეს დამსახურებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ამიტომ ეს იყო მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება შარშან. ამან აჩვენა, რომ საქართველოს საზოგადოებაშიც ამან გამოიწვია იმედგაცრუება და ამიტომაც არის ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა შემცირებული 11 პროცენტით, რაც საგანგაშოა ამ მხრივ. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ამას გამოასწორებს. დღეს სასწორზე დგას თავად ევროკავშირის სანდოობა და დამაჯერებლობა ამ გადაწყვეტილებით. თავად ევროკავშირმა, ქართველ ხალხს უნდა დაანახოს, რომ ის დამაჯერებელია და სანდოა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა