გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მიხეილ სააკაშვილი - ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ოთარ ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც

ნახვები: 475 მიხეილ სააკაშვილი - ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ოთარ ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც

ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რეალურად ჩრდილიდან ფარცხალაძე მართავს პროკურატურას და სასამართლოს.

„სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა. ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. ,,ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.

ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც”, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა