ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

„ციხეში მისი ერთი საათით დაყოვნებაც კი არ შეიძლება“ - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკშვილზე

ნახვები: 449 „ციხეში მისი ერთი საათით დაყოვნებაც კი არ შეიძლება“ - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკშვილზე

„არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის," - განაცხადა დღეს, 1-ე ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

„არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის. ციხის ისტორიაში წერია, რომ მას აქვს მსუბუქფორმაში გადატანილი კოვიდი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ჰოლანდიაში, სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კოვიდი იყო მძიმე, მას დასჭირდა პულმონოლოგის მონიტორინგი, შესაბამისად აუცილებელია, გაგრძელდეს მონიტორინგი. ძალიან დიდი რისკია და ამიტომ ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და ასეთი გაყოფილება არის ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

ახლა რომ მოწყობა დაიწყეს ციხის მე-18 დაწესებულებაში, ამდაგვარი განყოფილების არის ძალიან სასაცილო და ეს არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მიდგმა და სადამსჯელო ზემოქმედება ფსიქოლოგიური, ადამიანზე",- ამბობს ჯიშკარიანი.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 32-ე დღეა, შიმშილობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა