გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

სპეცსამსახურები, კუნთმაგარი ბიჭები შემოიყვანეს, ქალების უკან იმალებოდნენ, ყველამ დაინახეთ კობახიძის შეშინებული სახე - გიორგი ვაშაძე

ნახვები: 457 სპეცსამსახურები, კუნთმაგარი ბიჭები შემოიყვანეს, ქალების უკან იმალებოდნენ, ყველამ დაინახეთ კობახიძის შეშინებული სახე - გიორგი ვაშაძე

ნახეთ, რომ ოპოზიცია დღეს მყარად იდგა, პარლამენტში ვიბრძოდით. სპეცსამსახურები, კუნთმაგარი ბიჭები შემოიყვანეს, ქალების უკან იმალებოდნენ, კობახიძის შეშინებული სახე ყველამ დაინახეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ეროვნულ ბანკთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პარლამენტია ის მთავარი ბრძოლის წერტილი, რომლის დაკავებაც რუს ჯაშუშებს უნდათ.

„არცერთი ნაბიჯი უკან, ჩვენს უკან დგას ჩვენი სამშობლო, მათ უკან კი რუსი ჯაშუშები. არცერთ წერტილში არ იქნება უკან დახევა. ყველა ერთად უნდა ვიყოთ - ძალა ერთობაშია!

აქედან 19:00 საათზე პარლამენტთან უნდა ვიყოთ. პარლამენტია ის მთავარი ბრძოლის წერტილი, რომლის დაკავებაც უნდათ რუს ჯაშუშებს. ნახეთ, რომ ოპოზიცია დღეს მყარად იდგა, პარლამენტში ვიბრძოდით. სპეცსამსახურები, კუნთმაგარი ბიჭები შემოიყვანეს, ქალების უკან იმალებოდნენ, კობახიძის შეშინებული სახე ყველამ დაინახეთ. ასე ეშინიათ, მორალური უპირატესობა ჩვენკენ არის, ჩვენ გვიყვარს სამშობლო, მათ რუსეთი და წავიდნენ რუსეთში.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, საბჭოს წევრებს, რომლებიც დარჩნენ, მათაც მოვუწოდებ, გაიმეორონ ის მაგალითი, რაც კოლეგებმა გააკეთეს. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს. ამას ვამბობდით გუშინ, რომ არ შეიძლება სანქციების არ შესრულება. მივესალმები, რომ კერძო ბანკები არ ასრულებენ უკანონო მითითებას. მარტო ფარცხალაძის ჯაშუშზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ჯაშუშურ ქსელზე, ამის გამოვლენის ეშინია სისტემას“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა