გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მამუკა ხაზარაძე - ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო, დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით - კომენტარი თქვენთვის მომინდვია

ნახვები: 458 მამუკა ხაზარაძე - ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო, დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით - კომენტარი თქვენთვის მომინდვია

ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო, დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს, კომენტარი თქვენთვის მომინდვია, - ასე გამოეხმაურა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე განხილვებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ინვესტორები, ამერიკული და ევროპის წამყვანი კორპორაციები და ბანკები უნდა ყოფილიყვნენ, ახლა კი ეს გაურკვეველია.

„1. ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო. სახელმწიფოსგან საჭირო იყო 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფილი იყო და არა საჩუქარი. აშენებული პორტი სრულად, 100%-ით გადადიოდა სახელმწიფოს კუთვნილებაში. ინვესტორები, ამერიკული და ევროპის წამყვანი კორპორაციები და ბანკები.

  1. დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს და ამისთვის ბიუჯეტი ჩადებს 300 მილიონ დოლარს და სახელმწიფოს კუთვნილება 51% იქნება. გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით. კომენტარი თქვენთვის მომინდვია!“ -წერს მამუკა ხაზარაძე.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა