გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ჩიქოვანი წითლიძეს: ანაკლიაში სასტუმრო მერაბიშვილის იარაღის ლულის აშენდა

ნახვები: 515 ჩიქოვანი წითლიძეს: ანაკლიაში სასტუმრო მერაბიშვილის იარაღის ლულის აშენდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანი ირწმუნება, რომ ანაკლიაში სასტუმრო ვანო მერაბიშვილის იარაღის ლულის ქვეშ აშენდა. ამის შესახებ დეპუტატმა ენმ-ს წევრი ანი წითლიძის განცხადების საპასხოდ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ანაკლიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დამსახურებაა. 

"არც თუ ისე უფროსი ვარ ქალბატონ ანიზე, რომ მას არ ახსოვდეს, რა ხდებოდა ანაკლიაში და როგორ აშენდა ის სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა ანაკლიაში. აშენდა ვანო მერაბიშვილის იარაღის ლულის ქვეშ და ეს ჩვენ, მეგრელებმა კარგად ვიცით. ხალხს აიძულებდნენ, რომ ეს გაეკეთებინათ. ის კონკრეტული ობიექტი, რომელზეც ის საუბრობს და რომელზეც ჰგონია, რომ მხოლოდ მან იცის, სერიოზული პრობლემები შეექმნა. ბევრი წლის განმავლობაში იყო სასამართლო გარჩევები და სადღაც ერთი წელია, რაც მმართველს გადაეცა.

ასევე, გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება იყოს იზოლირებული, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ვიღაცის კაპრიზების გამო არ ესაუბროს პარტნიორებს და არ ეძებოს პარტნიორები. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, მეგობრებს, მათ შორის, მსოფლიოში სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მატარებელ სახელმწიფოებთან და ვეძებთ პარტნიორობას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება აშშ თუ ჩინეთი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა