გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ილია დარჩიაშვილი - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ

ნახვები: 467 ილია დარჩიაშვილი - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დამსახურებულ გადაწყვეტილებაზე და დამსახურებულ დამოკიდებულებაზე, ჩვენი მსგავსი პოზიციონირება გამომდინარეობს იმ კონკრეტული შედეგებით, რომლებიც ქვეყანას აქვს, იმ კონკრეტული ნაბიჯებით, იმ კონკრეტული გატარებული რეფორმებით, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, რომელთა შედეგები თვალნათელი და ხილულია ყველასთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნიუ-იორკში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

ილია დარჩიაშვილის თქმით, სწორედ აქედან მომდინარეობს დამოკიდებულება და პოზიციონირება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, გარდა დამსახურებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა სწორედ იმ დიდ, გლობალურ ჭრილში შეხედონ ამ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რადგან ერთიანობა, ევროკავშირის მომავალი სწორედ ამ ერთიანობაში მდგომარეობს. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის ევროკავშირის მომავალიც, ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის მომავალიც და სწორედ ამ ჭრილში გვსურს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შეხედონ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ის იმპულსები, რომლებიც დღეს არის, არის ძალიან დამაიმედებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ რეფორმები მომავალში გაგრძელდეს. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენც, მმართველი პარტიის თავმჯდომარემაც. ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ, რა თქმა უნდა, დადგენილ ვადებში შესრულდება და ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში. ეს არის ჩვენი შინაგანი განცდა და ეს განცდაც დაფუძნებულია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა