ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region
Ukraine seeks to expand participation in special tribunal on Russian aggression, Karasevych says
Military personnel can order NRK amphibious vehicles through Brave1 Market
Two State Emergency Service bomb disposal experts killed during demining operation in Sumy region
Russia holds captive journalists in inhumane conditions, subjects them to torture – Lubinets
Ukraine seeks European partners’ help with buses and generators, Bezgin says

გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე - არ ველოდები, რომ მსჯელობა იქნება საკითხებზე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვი

ნახვები: 495 გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე - არ ველოდები, რომ მსჯელობა იქნება საკითხებზე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვი

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტში 6 თებერვალს არის დაგეგმილი.

მისივე შეფასებით, არ ელოდება, რომ მოხსენება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება, რადგან სალომე ზურაბიშვილი განცხადებებს "გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან" აკეთებს.

ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მას "პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ".

"ერთია სურვილი, პრეზიდენტი გამოვიდეს და ადეკვატური განცხადება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში შექმნილ ურთულეს სიტუაციაში, ყველა ის ნაბიჯი, რაც გადავდგით, სწორედ ამ ბრუტალური დაპირისპირების გავლენის თავიდან ასაცილებლად იყო. უნდა იყოს ალბათ, კრიტიკაც, როგორც წესი და რიგია, ითქვას, სად ვხედავთ განვითარების საშუალებებს, სად არის ჩამორჩენა, მაგრამ სახელმწიფო მმართველობასთან ურთიერთობის ის სტილი, რაც სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა, ჩემი აზრით შენარჩუნებული იქნება. ამაში ვგულისხმობ მისი გამოსვლების იმ აბსოლუტურად მიუღებელ პასაჟებს, რაც ჰქონდა 26 მაისს და პარლამენტში გამოსვლისას. მეტიც, ამავე პათოსით საუბრობდა, როცა მთავრობისგან დამოუკიდებლად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და გარკვეულ შეხვედრებს ატარებდა. ამბობდა, რომ არ იმსახურებს ხელისუფლება, მაგრამ ხალხი არის სტატუსის მოლოდინში, რაც წარმოუდგენელი, არარსებული ფორმულაა ევროკავშირისა და მისი სტრუქტურებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, ევროსაბჭოს და ევროკომისიის თავმჯდომარემაც.

ასე რომ, მე არ ველოდები, რომ იქნება მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც სახელმწიფოსთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, განცხადებები იქნება გაკეთებული გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან, რომელიც ასე ძალუმად ახასიათებს ნებისმიერ გამოსვლას, რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ. როცა ამას ვამბობთ, ვგულისხმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამწუხარო, მაგრამ საფუძვლიან გადაწყვეტილებას, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად", - განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა