'White Angel' police evacuation units rescued over 38,000 people since start of full-scale war
Drapatyi: Serving Ukraine during war for independence means absolute responsibility
ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვს ახალი თანამდებობა შესთავაზა
Zelensky offers Fedorov new leadership position
SSU detains three traitors who registered Starlink terminals for Russians
Zelensky: Drapatyi appointed as Ukraine's New Commander-in-Chief of Armed Forces
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდება
გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისში 8 საათში ივლისის თვის ნორმაზე 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა

ირაკლი ქადაგიშვილი - მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან სამთავრობო გეგმა რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს

03.02.2024 ნახვები: 456

ის რაც წერია [სამთავრო გეგმის] ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის მხრიდან წარმოდგენილი სამთავრობო გეგმა არაფრით განსხვავდება უკვე არსებული სამთავრობო გეგმისგან.

ქადაგიშვილის განმარტებით, ოპოზიცია იმისთვის არის ოპოზიცია, რომ მხარი არ დაუჭიროს სამთავრობო გეგმას და მას უარყოფითი შეფასება გაუკეთოს, თუმცა დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის შეფასებები ძირითადად ქილიკზე იქნება დაფუძნებული.

„ის რაც წერია [სამთავრო გეგმის] ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს. ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ ერთი თვის წინ მივიღეთ და ამ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა აქვს, რა თქმა უნდა, პარლამენტს აღებული. აქედან გამომდინარე, არც აქ იქნება ძირეული ცვლილება. თუ რა იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის აქცენტები და პოლიტიკური გზავნილები, ამას დავინახავთ, როდესაც ის სიტყვით გამოვა.

ოპოზიციას აწუხებს პერსონალური საკითხები და არა ის, თუ სახელმწიფოში რა კეთდება ეკონომიკისა და ხალხისთვის. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელიც წარმატებულ პოლიტიკას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის, ეს არის ძირითადი მიზანი. წარმატებული პოლიტიკის მიმართულებები მრავალვექტორიანია და ჩვენ ყველა მიმართულებით როგორც პარტიულ ცხოვრებაში, ასევე საპარლამენტო და სამთავრობო საქმიანობაში გვაქვს მყარი საფუძველი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ.

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ დაუჭერს მხარს, იმისთვის არის ოპოზიცია, რომ არ დაუჭიროს მხარი, თუ დაუჭერს მხარს, მაშინ ოპოზიცია აღარ იქნება და იქნება უმრავლესობის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უარყოფით შეფასებებს გააკეთებს, მაგრამ, ძირითადად, ეს უარყოფითი შეფასებები იქნება გარკვეულ ქილიკზე დამყარებული და არ იქნება შინაარსობრივი“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა