ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region
Ukraine seeks to expand participation in special tribunal on Russian aggression, Karasevych says
Military personnel can order NRK amphibious vehicles through Brave1 Market
Two State Emergency Service bomb disposal experts killed during demining operation in Sumy region
Russia holds captive journalists in inhumane conditions, subjects them to torture – Lubinets
Ukraine seeks European partners’ help with buses and generators, Bezgin says

ერაყის პრემიერი - აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ნახვები: 460 ერაყის პრემიერი - აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ განცხადებას ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისი ავრცელებს.

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისის ცნობით, აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 25 ადამიანი.

ერაყის მთავრობამ აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმო.

„აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის რეგიონში ყოფნა ერაყის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და რეგიონულ და საერთაშორისო კონფლიქტებში ერაყის ჩართვის გამამართლებელ მიზეზად იქცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა