გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისში 8 საათში ივლისის თვის ნორმაზე 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა
ნესტან კუტივაძე: წიგნი სიყვარულის უფლებასა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“
არჩილ იაკობაშვილი - აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდება
2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70%-ზე მეტით გაიზარდა
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით ხალხი უნდა ხედავდეს ერთიან ოპოზიციას და არა ცალ-ცალკე პარტიებს
თბილისის მერია - რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
რუისპირში ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე - ეს იქნება დაახლოებით იმ სტილში გამოსვლა, როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი ყოველდღიურად აკეთებს პარლამენტში

04.02.2024 ნახვები: 420

ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ეს არ იქნება მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, არამედ იქნება არადანიშნულებისამებრ გამოყენებული პლატფორმა და შესაძლებლობა და რეალურად, მოემსახურება იმ ოპოზიციური გეგმების განხორციელებას, რომლის შესრულებაშიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია ზურაბიშვილი ჩაბმულია , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით სარჯველაძე 6 იანვარს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის გამოსვლა დაახლოებით იმ სტილში იქნება, „როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი პარლამენტში ყოველდღიურად აკეთებს “,

„საქმე იმაშია, რომ მას რეგლამენტის მიხედვით უწევს ანგარიშის წარმოდგენა. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ეს არ იქნება წლიური ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, არამედ ეს იქნება არადანიშნულებისამებრ გამოყენებული პლატფორმა და შესაძლებლობა და რეალურად, მოემსახურება იმ ოპოზიციური გეგმების განხორციელებას, რომლის შესრულებაშიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია ზურაბიშვილი ჩაბმულია. ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც რეგლამენტის ნორმები ბრძანებს, ისე გაიმართება ანგარიშის მოსმენა. ამას პირობითად შეგვიძლია დავარქვათ ანგარიში, ისე იქნება დაახლოებით იმ სტილში გამოსვლა, როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი აკეთებს პარლამენტში ყოველდღიურად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა