გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ქობულეთში პოეტ, ზურაბ ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ნახვები: 869 ქობულეთში პოეტ, ზურაბ ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

დღეს, 1-ელ მარტს, ქობულეთის მუზეუმში, ახალგაზრდა პოეტის ზურაბ (ზუკა) ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ზურაბ ნემსაძე მსმენელს გააცნობს მის ახალ და წლების განმავლობაში ნაცნობ ლექსებს.
„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. დიდი ხანია სცენაზე არ ვმდგარვარ და ძალიან ვღელავ“, - ამბობს ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც ლექსების წერა 6 წლის ასაკში დაიწყო და უკვე ათზე მეტი შემოქმედებითი საღამო აქვს ჩატარებული.
პოეტის თქმით, უდიდესი პასუხისმგებლობაა განსაკუთრებით მისი საყვარელი ქობულეთისა და აჭარელი მსმენელის წინაშე წარსდგომა.
„ალბათ სიმბოლურია, რომ საღამო გაზაფხულის პირველ დღეს იმართება. ეს ახალ შემართებასა და ენრეგიას მძენს. საღამოში ჩემთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სტუდია „შარავანდის“ წევრები. წარმოდგენილი იქნება რამდენიმე პერფორმანსი, მათ შორის შოვის ტრაგედიაზე, სიყვარულზე. ვფიქრობ საღამო საინტერესო გამოვა“, - აცხადებს ზურაბ ნემსაძე.

ზურაბ ნემსაძე არის ჟურნალისტი, სხვადასხვა პუბლიკაციების ავტორი. წერს მედიის, ხელოვნებისა და პოლიტიკის საკითხებზე. ლექსების წერა 6 წლის ასაკში დაიწყო. მისი ინიციატივით მოეწყო ქობულეთში ცნობილი ბიბლიოფილის მამა ხარაზის პირველი მემორიალური საღამო, რაც კრიტიკოსების მიერ შეფასდა, როგორც "მამია ხარაზის დაბადების ხელახალი ფაქტი". მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია აჭარის, აჭარელი პოეტებისა და ხელოვანების პოპულარიზაციას.

წლების განმავლობაში, ზურაბ ნემსაძის ინიციატივით შეგროვდა და ქობულეთის საგანმანათლებლო დაწებულებებს 3 ათასზე მეტი წიგნი გადაეცა. 

პოეტის შემოქმედებითი საღამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუზეუმის მხარდაჭერით იმართება.

 

  

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა