Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს ბოსნია-ჰერცეგოვინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

12.03.2024 ნახვები: 462

ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს ბოსნია და ჰერცეგოვინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია, შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებს და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანამ ევროკავშირისკენ შთამბეჭდავი შემხვედრი ნაბიჯები გადადგა.

„ერთ წელიწადში ქვეყანამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე ათ წელში”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა