Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

კახა კალაძე - საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ ნიკა მელია და გვარამია

12.03.2024 ნახვები: 471

როგორ შეიძლება, კონკურენტად აღიქვა ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს, რომ ერთი ან ორი პროცენტი მიიღოს? ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, ექნებათ პრობლემა ბარიერის გადალახვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ნიკა მელია და ნიკა გვარამია საზოგადოებას ვერ წარუდგებიან, როგორც ახლები, რადგან მათზე მოქალაქეებმა საკმაოდ ბევრი იციან.

„დღეს შეიძლება აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან, თუმცა მელია რომელი ახალია ან ნიკა გვარამია? რითი დაამახსოვრეს ამ ადამიანებმა თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით, სიბინძურით. თუ რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადრო, მოიფიქრო, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთო, ყველა გაკეთებული აქვთ. ახლა რომ დავიწყო ამის მოყოლა, შეიძლება იმდენ ხანს გაგვიგრძელდეს, რომ ვერ დავამთავროთ საუბარი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, შეფასებები გაკეთებული აქვს, ვინ რას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმის, ოდიოზურობისა და ბოროტების ადგილი ქართულ პოლიტიკასა და ჩვენს ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა