Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight

კურსკის ოლქის გუბერნატორი - დივერსანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს, თუმცა საზღვრის გარღვევა არ მომხდარა

ნახვები: 498 კურსკის ოლქის გუბერნატორი - დივერსანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს, თუმცა საზღვრის გარღვევა არ მომხდარა

კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ დივერსანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს, თუმცა საზღვრის გარღვევა არ მომხდარა.

ამის შესახებ რომან სტაროვოიტი ვიდეომიმართვაში საუბრობს. მოკლე ვიდეოში ის აღნიშნავს, რომ გასული ღამე მშვიდი არ ყოფილა, რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა.

მისი თქმით, დილიდან მიმდინარეობს დასახლებულ პუნქტ ტეტკინოს მისამართით იერიში, იყო დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მხრიდან შეჭრის მცდელობა, შეტაკება იარაღით, თუმცა არანაირი გარღვევა არ მომხდარა. გუბერნატორის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომ მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფმა უკრაინის მხრიდან რუსეთის საზღვარი გაარღვია კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. კერძოდ, ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც მისი წევრები ამტკიცებენ, რომ რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს. კურსკის ოლქში შეტაკებების შესახებ წერდნენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა