Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

თამარ გაბუნია - ონკოპაციენტებს მედიკამენტის მისაღებად აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა უწევდათ

12.03.2024 ნახვები: 462

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ონკოპაციენტებს სამკურნალომედიკამენტის მისაღებად აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა უწევდათ, დღეს კი ეს პრობლემა უმეტესწილად აღმოფხვრილია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, იგეგმება ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება, რათა პაციენტს ადგილზე დახვდეს მედიკამენტი.

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მიმართულებით ფინანსდება 90-მდე აქტიური ნივთიერება. ამ ნივთიერებებს შორის არის სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი, რომელიც ემყარება საერთაშორისოდ აღიარებულ გაიდლაინებს. იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე, სახელმწიფომ ექსკლუზიური პირდაპირი შესყიდვა განახორციელა მწარმოებლებისგან ორიგინალ მედიკამენტებზე, ეს არის 20-23 მოლეკულა. ამას გარდა, ბაზარზე ფარმაკოლოგიური მწარმოებლების მიერაც არის უზრუნველყოფილი მედიკამენტები. მოცვა ამ მიმართულებით მაღალია. რაც შეეხება დეფიციტს, ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია. რიგი მედიკამენტები ამ დილასაც ჩამოვიდა, თვალს ვადევნებთ როგორი მდგომარეობაა, რათა პრობლემა არ შეიქმნას. სამომავლოდ იგეგმება ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება, რათა პაციენტს ადგილზე დახვდეს მედიკამენტი. ეს მიმართულება პრიორიტეტია”, -აღნიშნა გაბუნიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა