ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

პრემიერი შეზღუდვების წესების მაქსიმალურ აღსრულებას ითხოვს

ნახვები: 451 პრემიერი შეზღუდვების წესების მაქსიმალურ აღსრულებას ითხოვს

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების ფარგლებში მომავალი 2 თვის მანძილზე ვირუსის გავრცელების სისწრაფე შეაჩერონ. მისი განცხადებით, ქვეყანაში არავინ და არასდროს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას არ ზღუდავს.

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი მოხუცები, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფელბა, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები", - თქვა გიორგი გხარიამ.

მან შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა, რომ წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლიან ხელს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაწესებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა