გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

იგორ ნარმანია - ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები - ბიტა, კასტეტი და ყველაფერი, რაც სურთ

ნახვები: 890 იგორ ნარმანია - ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები - ბიტა, კასტეტი და ყველაფერი, რაც სურთ

ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები - ბიტა, კასტეტი და ყველაფერი, რაც სურთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა, რითაც შსს-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გაზის იარაღის გასაფორმებლად ნებართვა შსს-მ უნდა გასცეს.

როგორც მან აღნიშნა, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეებს არ აქვთ თავდაცვის უფლება.

„ჯერ ისედაც, ეს ადამიანები მოდიან არაკაცურად, ხუთი მოდის ერთ ადამიანზე, ან ათი მოდის ერთ ადამიანზე. მათ აქვთ არაკანონიერი საშუალებები როგორიც არის ბიტა, კასტეტი, მაგრამ ამ ადამიანებს არავინ არაფერს არ სთხოვს, რადგან ეს სახელმწიფო ჩამოყალიბდა რუსულ სახელმწიფოდ, სადაც სისტემის მონებს აქვთ უფლება გამოიყენონ ის რაც სურთ და არიან პრივილეგირებულები“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც “ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა