ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

ბობ ჰამილტონი - "ქართული ოცნების” მთავრობის მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქების რადარიდან გამქრალიყო

02.07.2024 ნახვები: 767

ვფიქრობ, ვნახავთ დასავლური დახმარების შემცირებას, - ამის შესახებ ამერიკელმა თადარიგის პოლკოვნიკმა, ბობ ჰამილტონმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან განაცხადა კითხვაზე, "რა უშუალო გავლენა შეიძლება ჰქონდეს ე.წ. “აგენტების კანონის” მიღებას და ამის გამო ამერიკის მიერ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვას ქვეყნის სამხედრო და თავდაცვით შესაძლებლობებზე?"

მისი თქმით, აღნიშნულს ექნება გავლენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე.

"ვფიქრობ, ვნახავთ დასავლური დახმარების შემცირებას. ორი დიდი ამერიკული პროგრამა არის საგარეო სამხედრო დაფინანსება და საერთაშორისო სამხედრო განათლება და წვრთნა. ვფიქრობ, ისინი შეიზღუდება, ალბათ უკვე არის გეგმები მათი საგრძნობლად შემცირების თაობაზე, ზოგიერთი ეს თანხა ალბათ სხვა ქვეყნებში გადავა.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს, ამას ექნება გავლენა. როგორც ისევ საქართველოდან ვიგებ, რეკრუტირების პრობლემა, რომელიც ქართულ თავდაცვის ძალებს ჰქონდა ახლა იმაზე უარესია, ვიდრე - ოდესმე. მათ ჰქონდათ ტექნიკის უზრუნველყოფის, პერსონალის რეკრუტირების, პერსონალის წვრთნისა და განათლების პრობლემები და ეს ყველაფერი უარესდება... თავდაცვის შესაძლებლობები უარესდება ასევე იმიტომ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობდა იმ ტიპის რეფორმების გატარებაზე, რაც აუცილებელია ამ შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. შესაბამისად, როცა ის უარს ამბობდა რეფორმებზე ან ეს რეფორმები წარუმატებელი იყო, შესაძლებლობებიც დროთა განმავლობაში გაუარესდა", - განაცხადა მან.

ამასთან, ჰამილტონმა უპასუხა კითხვას, იყო რაიმე საჯარო განცხადება, ან მოვლენა, რომელზეც შეგიძლიათ მიუთითოთ, რაც მიანიშნებდა, რომ პოლიტიკური მიმართულების ეს ცვლილება ხდებოდა და ეს ამერიკასთან და დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობაზეც ახდენდა გავლენას?

მისი თქმით, საჯაროდ ასეთი არასდროს არაფერი თქმულა, თუმცა ფიქრობს, რომ:

"საქართველოს მთავრობა კვლავ გამუდმებით იმეორებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის თაოაბაზე ფრაზებს. მაგრამ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მათ ამის არ სჯეროდათ. და სინამდვილეში, ვფიქრობ “ქართული ოცნების” მთავრობის მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქების რადარიდან გამქრალიყო.

საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად ესმოდა, რომ დასავლეთის პოლიტიკა სწრაფად არ იცვლება. და სანამ საქართველო არ იყო პრიორიტეტი, “ქართული ოცნების” მთავრობა განაგრძობდა იმის კეთებას, რაც სურდა. ეს კი იყო ავტორიტარული, პრორუსული მიმართულებით მოძრაობა. მაგრამ დასავლური დახმარება, ათობით და ასობით მილიონი დოლარი განაგრძობდა შემოდინებას.

ასე რომ, ამ სიტუაციაში რამდენიმე წელი გაატარეს და ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა ეს ასობით მილიონი დოლარი, ამერიკისა და დასავლეთის დახმარება, სამხედრო იქნებოდა ეს, ეკონომიკური, თუ განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები... არ იქნებოდა დასავლეთისგან დიდი ყურადღება, რომ არა “უცხოეთის აგენტების” კანონი ამ წლის გაზაფხულზე. ამან უკვე საბოლოოდ მიიპყრო დასავლეთის დედაქალაქებში ხალხის ყურადღება იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს სინამდვილეში საქართველო.

ვფიქრობ, ახლა, საბოლოოდ ვნახავთ დასავლეთისგან ამ დახმარების შემცირებას. საქართველოდან, სამწუხაროდ, ზოგი იმასაც მეუბნება, რომ დასავლური მთავრობები ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსაც შეუმცირებენ ან შეუწყვეტენ დაფინანსებას, რაც მცდარი მიდგომაა. დახმარება უნდა შეუწყდეს საქართველოს მთავრობას და უნდა გაუორმაგდეს სამოქალაქო ორგანიზაციებს. რადგან მთავრობის განზრახვა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა, პროდემოკრატიული, პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების. ვფიქრობ, სწორედ აქეთკენ უნდა მივმართოთ ყურადღება - ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ", - აღნიშნა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა