გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ხვიჩა კვარაცხელია - ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი და რაც მინდოდა ბოლომდე ვერ გავაკეთე, მთავარია, ნაკრებმა მოიგო

ნახვები: 873 ხვიჩა კვარაცხელია - ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი და რაც მინდოდა ბოლომდე ვერ გავაკეთე, მთავარია, ნაკრებმა მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების (1:0) შემდეგ ქართულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შეცვლის მიზეზი ტრავმა იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ამიტომ ბოლომდე ვერ შევძელი, რისი გაკეთებაც მინდოდა. ნეაპოლში რომ ჩავალ, სურათს გადავიღებ და ტრავმის სიმძიმე ამის შემდეგ მეცოდინება.

მთავარია, ნაკრებმა გაიმარჯვა, მე კი რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს და შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ. მთავარია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულოთ.

შეგვიძლია თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა? ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას და ახლაც დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერთა ლიგაზე ორი ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ.

გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტია და მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემთვის კომფორტული და ძალიან სასიამოვნოა.

ალბანეთთან თბილისში როდესაც მოგვიწევს თამაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ გუნდს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია. ტირანაში სამი ქულა დავიმსახურეთ. თუმცა რთული ჯგუფია, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს. ორიდან ორი მოგება გვაქვს და წარმატებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა