რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება

სიების აღდგენას არ ვაპირებთ, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა- თალაკვაძე

ნახვები: 426 სიების აღდგენას არ ვაპირებთ, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა- თალაკვაძე

არ ვაპირებთ, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა კანონების შეცვლით ჩვენ გამოვასწოროთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიების ჩახსნა არის ოპოზიციის შეცდომა და ამაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღონ.

„გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში, ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას ვარწმუნებდით, პარლამენტში შემოსულიყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ საპარლამენტო ცხოვრებაში. მათ ამაში არათუ მონაწილეობა მიიღეს, არამედ დემონსტრაციულად საარჩევნო სიებიც კი გააუქმეს იმისათვის, რომ თავისი დესტრუქციული პოზიციების სიმყარეში დაერწმუნებინათ საკუთარი მხარდამჭერები. რამოდენიმე თვე გავიდა, პარლამენტში შემოვიდნენ და გაუქმებული სიების აღდგენას კანონმდებლობის შეცვლით ითხოვენ, რაც არის არათანმიმდევრული. ეს აჩვენებს იმ გაურკვევლობას და სუსტ პოზიციებს, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობასა" და რადიკალურ ოპოზიციას პრობლემა აქვს არა სიების, არამედ დასწრების და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის. ორი დღეა, რომ დავინახეთ, მობრძანდნენ", - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო ადგილები უნდა გამოიყენონ და შემდეგ ცხოვრება გვიჩვენებს, როგორ განვითარდება პროცესები.

„სიების აღდგენას არ ვაპირებთ, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. ოპოზიცია მანიპულირებს, როცა საზოგადოებას ატყუებს, რომ რაღაცისთვის ოპოზიციური მანდატები არ ყოფნით. სინამდვილეში, მათ 60-ზე მეტი მანდატი აქვთ, რაც სრულიად საკმარისია ოპოზიციური ბერკეტების გამოყენებისთვის. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის მოწოდებას, რადიკალური ოპოზიცია თავის ეზოში ჰყავდა შეკრებილი. მაშინ, ერთად იყვნენ, ყველაფერს ერთად გეგმავდნენ და ბოლოს სანამდე მივიდნენ, ყველამ ვნახეთ. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური კრიზისი და საბოტაჟი ოპოზიციისთვის იყო დამაზიანებელი. ნათელაშვილის სტრატეგიამ არ იმუშავა და დარჩა მარტო. პოლიტიკურად იმსახურებს იმას, რომ იგივე ოპოზიციური პარტიების არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. მას მანდატი შეუწყდა არა იმიტომ, რომ შალვა ნათელაშვილია, არამედ იმიტომ, რომ 70-ზე მეტი სხდომა გააცდინა და პარლამენტის რეგლამენტი პირდაპირ ითვალისწინებს მანდატის შეწყვეტას", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა