ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

მამუკა ხაზარაძე - არვინ შედრკეთ, არავის შეგეშინდეთ, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყანას არ დავიხსნით მავნებლებისა და კრიმინალებისგან

ნახვები: 811 მამუკა ხაზარაძე - არვინ შედრკეთ, არავის შეგეშინდეთ, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყანას არ დავიხსნით მავნებლებისა და კრიმინალებისგან

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, არვინ შედრკეთ, არავის შეგეშინდეთ, ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ქვეყანას არ დავიხსნით ამ მავნებლებისგან, კრიმინალებისგან, უსამართლო ადამიანებისგან, რომლებმაც გაყიდეს ქვეყანა, ჩაატარეს საკონსტიტუციო გადატრიალება,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, როდესაც ისაუბრა კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე.

ხაზარაძის თქმით, ელისაშვილის პატიმრობაში დატოვება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.

“ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მიდის ადამიანების სპეცოპერაცია, განსაკუთრებით პოლიტიკოსების,აქტივისტების, გულანთებული ქართველების დაშინების კამპანია. 300-ზე მეტი ახალგაზრდაა დაპატიმრებული და 85% არის დასახიჩრებული, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რამ, ეს არის დანაშაული, რომელსაც პირდაპირ ატარებს ბიძინა ივანიშვილი. ალეკო ელისაშვილის დღევანდელი დაპატიმრება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი. ეს ხალხი ემსახურება ერთ ადამიანს და ეს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ემსახურება კრემლს. დღეს, ბრძოლა მიდის არა რაღაც სასამართლო დარბაზებში, არამედ მიდის ყველგან, ეს არის ქუჩა, დაწესებულება, შემოქმედებითი საზოგადოება, რეგიონები.რასთან გვაქვს საქმე? - საქმე გვაქვს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებას საქართველოს შეთრევა უნდა რუსეთში და ჩვენ, ყველა ამას ვეწინააღმდეგებით. ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, არვინ არ შედრკეთ, არავის შეგეშინდეთ, ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ქვეყანას არ დავიხსნით ამ მავნებლებისგან, ამ კრიმინალებისგან, ამ უსამართლო ადამიანებისგან, რომლებმაც გაყიდეს ქვეყანა, ჩაატარეს საკონსტიტუციო გადატრიალება და დოკუმენტურად აფორმებენ საქართველოს რუსეთზე. ამას არ დავუშვებთ. ყველა დროის ყველაზე დიდებული ბრძოლა არის სამშობლოსთვის ბრძოლა, მისი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ჩვენ ახლა ვართ ამ ბრძოლაში. ვინც ამ ბრძოლაშია, ყველას ჩემგან დიდი პატივისცემა, იმიტომ, რომ ეს ამბავი დგება 100 წელიწადში ერთხელ. მოგვივიდა ჩვენ 100 წლის მერე ეს ამბავი, ცივილურმა სამყარომ გაგვიღო კარები და ამ სასამართლოში ადამიანები, ამ უზარმაზარ ძალისხმევას უპირისპირებენ უსამართლობას, უკანონო გადაწყვეტილებას და დაშინებას. არ გამოვა ეს ამბავი, ეს ქვეყანა გაიმარჯვებს და ბიძინა ივანიშვილი თავის ამ

ბანდასთან ერთად წავა აქედან, ნამდვილად! ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა