გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მეუფე ზენონი - თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს

ნახვები: 846 მეუფე ზენონი - თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს

თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს , - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

მთავარეპისკოპოსი ზენონის განცხადებით, აქციების დროს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დაკავება „საქართველოსადმი სრული უგრძნობლობის გამომხატველია“.

„თავის დროზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: “ქართველმა იგრძნო საქართველო და ამ გრძნობიდან ჩაისახა ქართული რენესანსი”. დიახ, ოდესღაც ამ შეგრძნებამ შვა სამართლებრივ სახელმწიფოში ქრისტიანულ ჰუმანიზმზე დაფუძნებული ეროვნული და საკაცობრიო მონაპოვარი, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.

იმ დიდებული წარსულისგან განსხვავებით, საქართველოსადმი სრული უგრძნობლობის გამომხატველია ის გზავნილი, რაც ქართული ჰუმანიზმის სახელ-სიმბოლო რუსთაველის გამზირიდან დედის განწირული ხმით ძახილში, საქართველოს მოქალაქეების სისხლში, ცრემლებში, წამებასა და რეპრესიებში აისახა“, - წერს მეუფე ზენონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა