სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ
ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

გიორგი ვაშაძე - პოლიციელები ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდნენ

ნახვები: 729 გიორგი ვაშაძე - პოლიციელები ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდნენ

აუცილებელია პროტესტი და ჩამოშლა რეჟიმის. პოლიციელები ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდნენ, გაემიჯნონ ივანიშვილის რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეურაცხყოფაა ის, რასაც ივანიშვილი საკუთარ ხალხს უკეთებს.

„ეს სასაცილო არ არის, ეს ძალიან მძიმე რეალობაა. ასე ეპყრობა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ქართველ ხალხს. ეს დაცინვა კი არაა, ეს არის შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანი, რომელიც არის ყველაზე დაბალი განვითარების მაჩვენებელი მის საჯარო სივრცეში მოღვაწეობის დროს, ყველაზე მეტად ვისაც არ წარმოიდგენდა, ყველაზე მეტად დიდ შეურაცხყოფად რასაც ჩათვლიდა, ის გააკეთა ივანიშვილმა. ასეთია მისი დამოკიდებულება ხალხთან. მან ხო მშვიდობის ნაცვლად ქაოსი და არეულობა მოიტანა. სანამ ამ კაცს არ მოვიშორებთ, ამ ქვეყანას არ ეშველება.

ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამისთვის აუცილებელია პროტესტი და ჩამოშლა რეჟიმის სისტემის, პოლიციელები ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდნენ, გაემიჯნონ ივანიშვილის რეჟიმს“, - განაცხად ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა