გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა

ნახვები: 841 ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა

სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა - ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, საქართველოს სახელმწიფო მასხრად აიგდო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

მისი შეფასებით, ქართველი ხალხი ამ დამცირებას, ძალადობასა და შეურაცხყოფას არ შეეგუება.

“სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა - პუტინმა, ივანიშვილის ხელით, მასხრად აიგდო საქართველოს სახელმწიფო. კიდევ უფრო ხილული როგორ უნდა იყოს "ეფესბეს" "ღადაობა" და გართობა ჩვენი ქვეყნით. პუტინი მსოფლიოს აჩვენებს - შეხედეთ, რას ჰგვანან ქართველები, ესენი გინდათ ევროკავშირში ? ნახეთ, რის გაკეთება და “გაპრავება” შემიძლია ამ ქვეყანაში და ეს არის სახელმწიფო ? პუტინის "მესიჯი" დანარჩენ მსოფლიოს - საქართველო - ეს მე ვარ ! ჩემი მოედანია, ჩემი სათამაშოა და პრეზიდენტიც შესაბამისი დავსვი.

საქართველო არ დანებდება, ქართველი ხალხი არ შეეგუება ამ დამცირებას, ძალადობას და შეურაცხყოფას. სრულიად მსოფლიო ნახავს, რომ ქართველ ხალხს აქვს ბრძოლისუნარიანობა და რუსის აგენტურას კუდით ქვას ასროლინებს.

ქუჩა, ქუჩა და ქუჩა! გამოსავალი მხოლოდ ერთობაშია. უპირობოდ უნდა გავიმარჯვოთ”,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა