სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ
ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

ვედანტ პატელი - ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს

ნახვები: 725 ვედანტ პატელი - ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 4-5 კვირაში „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.

"4-5 კვირა დიდი დროა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 4-5 კვირაში. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი გარკვეული სივრცე და ამის მთავარი არსია ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მანამდე განაცხადა, ჩვენ დამატებით ქმედებებს ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ პირებმა, ვინც, ჩვენი აზრით, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა