ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლების ძალადობის დონე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ შოკისმომგვრელია

24.12.2024 ნახვები: 689

პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ.

„პოლიცია ასევე აწამებდა მათ და სხვა არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის ფურგონებში და პოლიციის განყოფილებებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ესაუბრნენ ათობით ადამიანს, რომლებმაც პოლიციის ძალადობა განიცადეს. მათ განაცხადეს, რომ მიიღეს თავის ტრავმა: ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნებისა და კიდურების არეში, ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს ბრალი წაუყენა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და გაასამართლა ისინი ფორმალურ სასამართლო პროცესებზე, თუმცა ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების მოსაგვარებლად.

„ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არის შოკისმომგვრელი და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბები და საქართველოს ხელისუფლების მიერ მათ გამო პასუხისმგებლობის არ დაკისრება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალადობის უფლებას აძლევდნენ, ან პატიობდნენ მას“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.

Human Rights Watch-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება. ასეთი გამოძიებები უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, არამედ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის.

„საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები უნდა შეეცადონ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას არჩევნების შემდგომ ძალადობის შესახებ. 23 დეკემბერს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოებმა ამოქმედეს „ვენის მექანიზმი“, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდოს დეტალური და არსებითი ინფორმაცია რიგ შეშფოთებაზე, მათ შორის, მომიტინგეების თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების და არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუ საქართველოს მთავრობა არ უპასუხებს, მონაწილე სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ „მოსკოვის მექანიზმზე“ გადასასვლელად - რაც გულისხმობს გამოძიებას, რომელიც არ საჭიროებს სამიზნე სახელმწიფოს თანხმობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

Human Rights Watch-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მომიტინგეების ცემისა და ძალადობის უფლების მინიჭებასა და განხორციელებაზე.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია მხოლოდ შეკრების უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის. საჭიროა შეფასება და ანგარიშვალდებულება გატეხილი ძვლებისა და სხვა დაზიანებებისთვის, რომლებიც პოლიციამ განზრახ მიაყენა ამდენ ადამიანს“, - აღნიშნა ჰიუ უილიამსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა