გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ენტონი ბლინკენი - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია

ნახვები: 905 ენტონი ბლინკენი - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია

მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები, ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცხადი ერთიანობაა აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც "საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან".

“რაც შეეხება საქართველოს. ამაზეც ვისაუბრეთ. საფრანგეთიც და აშშ-ც ხედავს დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ღრმად შემაშფოთებელია. არა მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლას, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან შეტრიალებას, მისწრაფებისგან, რომ შექმნან მომავალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლო იქნება ევროპასთან.

ასე რომ, მას შემდეგ რაც ეს [დემოკრატიული] უკუსვლა დავინახეთ, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობა, რომელიც იმ ხალხის ცხადი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლის წარმოდგენაც სურს. მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს - ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ.

დავასანქცირეთ “ქართული ოცნების” პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები. შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი ამერიკული დახმარება. ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან, ერთად მუშაობით ჩვენ "ვენის მექანიზმი" ავამოქმედეთ ეუთოში, რათა ასევე ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთის გამოხატვისა და ქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს.

ასე რომ, მგონია, რომ ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან”, - განაცხადა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა