ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

ჩვენი ოპონენტები გეგმავენ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნას-გია ვოლსკი

ნახვები: 452 ჩვენი ოპონენტები გეგმავენ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნას-გია ვოლსკი

დასავლეთთან დაპირისპირება სერიოზულ დარტყმებს მიაყენებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკემა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„საკმაოდ მძიმე და სერიოზულია სიტუაცია. რა საკვირველია, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან ასეთი სახის ოკუპაცია საკმაო სახის რესურსების მობილიზებას საჭიროებს. ამასთანავე, დასავლეთთან დაპირისპირება სერიოზულ დარტყმებს მიაყენებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ მისთვის აუცილებელი იყო ასეთი უკანონო ნაბიჯების გადადგმა. ეს არის სერიოზული, მსოფლიო, გლობალური დაპირისპირება - ასეთ ვითარებას შეიძლება ომი დავარქვათ. ცხელი წერტილები არსებობს, მაგრამ იმდენი არ არის, რომ მას ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირება ვუწოდოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საქართველოში მმართველი პარტიის ოპონენტები გეგმავენ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნას და ამისთვის უკრაინის სახელი ერთ-ერთ კომპონენტად იქნება გამოყენებული.

„საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია თავისი პოლიტიკით უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ამავე დროს უკრაინისთვის მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკური კეკლუცობისთვის გამოსაყენებელი თემა, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. ჩვენი ოპონენტების ინტერესია, როგორმე საქართველოსკენ წამოიყვანონ ის დაძაბულობა, რისგანაც ამდენი ხანი გადარჩა საქართველო. ჩვენი ოპონენტები გეგმავენ დანაშაულებრივ შეცდომაზე საუბარს, რომელიც ჩაიდინეს. ასევე ოპონენტები გეგმავენ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნას. ამისთვის უკრაინის სახელი ერთ-ერთ კომპონენტად იქნება გამოყენებული. ხელისუფლებამ თავისი საქმე იცის, სწორ გზას ადგას და ინტენსიური კონსულტაციები აქვს დასავლელ პარტნიორებთან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა