სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ
ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

მაია, არ ვარგოდა შენი წაყვანილი მოამბე, იმიტომ კი არა, რომ... უბრალოდ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის ხმა არ ისმოდა - ზუკა ნემსაძე

ნახვები: 834 მაია, არ ვარგოდა შენი წაყვანილი მოამბე, იმიტომ კი არა, რომ... უბრალოდ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის ხმა არ ისმოდა - ზუკა ნემსაძე

"მაია, არ ვარგოდა დღევანდელი მოამბე, იმიტომ კი არა, რომ შენ ხარ ცუდი წამყვანი ან წერა არ იცი! უბრალოდ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის ხმა არ ისმოდა და მთავარი ფრაზა “თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს”, თუ მოგინდება, როგორც მაგისტრი ჟურნალისტი აგიხსნი რატომ არ ვარგოდა შენი 18:00 საათიანი მოამბე და რატომაა უკეთესი ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის წაყვანილი მოამბე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

პოსტს უცვლელად გთავაზოვს:

"ჯერ კიდევ ბორდის სხდომაზე იცოდა @maiachuchulashvili , რომ @ivanovchikovani ს პროდიუსერობაზე უარის თქმა = 18:00 საათიანი მოამბის წამყვანობას! ჯერ კიდევ იმ ბორდის სხდომაზე, რომელიც სწორედ იმიტომ მოიწვიეს რომ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი ჩამოეშორებინათ მოამბეს! ჯერ კიდევ ბორდის სხდომის წინა ღამეს, საზმაუს წინ შეკრებელი, უწყვეტი აქციის მონაწილეები დევნილებისთვის ეთერს ითხოვდნენ, სწორედ მეორე დილით, ბორდის სხდომაზე აუღელვებლად @eka198123 რომელიც დაარიგეს დაბნეული საუბრობდა, საზმაუს წინ მიმდინარე “ორკესტრირებულ” აქციებზე, ეს გოგო იმიტომაა იქ რომ იმ “დიდი კაცის”, ძმაკაცის შვილია! იმ კაცს არ უთხოვია ისე დასვეს სხვათაშორის, პლიუსების დაწერის მიზნით! 

იმ დღეს ვასილ მაღლაფერიძე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. იმ

დღეს მისიანები იყვნენ სხდომაზე და მისიანებთან ერთად ქოცურად ალაგებდა საზმაუს და ხალხს აჩვენებდა, ნახეთ რა მაგარი ბიჭი ვარ და ეგ ვითომ და “მცველები” რა უხეიროები არიანო!

იმ დღეს ბევრმა იქ მისულმა, უპატიებელი შეცდომები დაუშვეს და უკადრებელი იკადრეს!

ქალბატონო რუსუდან (მანჯგალაძე), იმედია ირინა დეკანოიძეს გადაეცით ჩემი დანაბარები. ხო მართლა, მეგობრებო რატომ გვიკვირს?! ეს ხალხი ხომ GDS-დან გადმოლაგნენ და ეს პირველი არხიც, სამწუხაროდ GDS ჰგონიათ!

მაია, არ ვარგოდა დღევანდელი მოამბე, იმიტომ კი არა, რომ შენ ხარ ცუდი წამყვანი ან წერა არ იცი! უბრალოდ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის ხმა არ ისმოდა და მთავარი ფრაზა “თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს”, თუ მოგინდება, როგორც მაგისტრი ჟურნალისტი აგიხსნი რატომ არ ვარგოდა შენი 18:00 საათიანი მოამბე და რატომაა უკეთესი ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის წაყვანილი მოამბე. აკადემიური კრიტიკა იქნება მხოლოდ და არა პირადი მოსაზრება, მზად ხარ? მე კი!", -წერს ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა