ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

ბატონო პრემიერო, უდიდესი მადლობა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის გამო-დეკანოზი შალვა კეკელია

ნახვები: 425 ბატონო პრემიერო, უდიდესი მადლობა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის გამო-დეკანოზი შალვა კეკელია

ბატონო პრემიერო, მინდოდა მადლობა გადამეხადა თქვენთვის პირადად, უდიდესი მადლობა, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ამ კანონის გამო, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

ქადაგებისას მან კანონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველას პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორი მაგალითი ვიქნებით ჩვენი შთამომავლობისათვის და ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ. ბატონო პრემიერო, მინდოდა მადლობა გადამეხადა თქვენთვის პირადად, უდიდესი მადლობა, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ამ კანონის გამო. დიდი ხანია ჩვენ, ბევრ სასულიერო პირს, ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა ამ აზარტულ თამაშთან დაკავშირებით, უამრავი ადამიანი თავს იკლავს, უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს კანონი ძალიან დაგვეხმარება, ძალიან დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის მთელ მთავრობას, ყველას ერთად მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენი ოჯახი იღუპება, იმდენი ადამიანი ნადგურდება ამ ყველაფრით, ნარკომანიით, ლოთობით და ამ ახალგაზრდებს, ამ იუნკერებს თავი იმიტომ არ გაუწირავთ, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა იყოს ლოთობაში, ნარკომანიაში და ამ საშინელ სენში. დიდი მადლობა და თუ ეს კანონი კიდევ უფრო მეტად გავრცელდება და კიდევ უფრო მეტს მოიცავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერი ძალიან იღუპება და როგორც მოძღვარი, სასულიერო პირი, რომელიც ახალგაზრდობასთან ძალიან ახლო კონტაქტში და შეხებაში ვარ და ძალიან დიდი მრევლი მყავს ახალგაზრდობისა, უდიდესი პრობლემა დგას ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ამ ინიციატივისთვის და მინდა, რომ მთავრობას მადლობა გადაგიხადოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღვთის წყალობა და სიკეთე ღმერთმა არ მოგაკლოთ", - აღნიშნა დეკანოზმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა