დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს
28.02.2025
ნახვები: 659
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.
კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა. ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.
ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „ბანქოს სათამაშოდ“ არ ჩამოსულა.
ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.
“ორივეს [რუსეთისა და უკრაინას] მხარეს რომ არ ვიყო, არასდროს არ მივაღწევთ შეთანხმებას. გინდათ, რომ საშინელი რაღაცები თქვა პუტინზე და მერე ვთქვა: “გამარჯობა, ვლადიმირ. რას ვაკეთებთ შეთანხმებაზე?” ეს ასე არ მუშაობს. არ ვარ პუტინის მხარეს. არავის მხარეს არ ვარ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სიკეთის მხარეს ვარ, მსოფლიოს მხარეს ვარ, და ამის დასრულება მინდა", - განაცხადა ტრაპმა.
ზელენსკიზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, “ხედავთ რა ზიზღის აქვს პუტინის მიმართ - ძალიან რთულია ჩემთვის ასეთი ზიზღით შეთანხმების მიღწევა".
მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „ძალიან მადლობელი“ არ არის და ეს „დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება“.
აქვე გტთავაზობთ მოკლე სტენოგრამას, რომელსაც ტაბულა აქვეყნებს:
ზელენსკი: პრეზიდენტი ობამა, შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა ისევ პრეზიდენტი ტრამპი მეუბნებოდნენ, რომ მას [პუტინს]შეაჩერებდნენ, მაგრამ 2014 წლიდან მოყოლებული ის არავის შეუჩერებია, ის განაგრძობდა ოკუპაციას, ჩვენი ხალხის ხოცვას.
ხალხი კვდება, არავის შეუჩერებია ის - ჩვენ გვქონდა საუბარი მასთან [პუტინთან], ორ მხრივი საუბარი მქონდა მასთან, როგორც პრეზიდენტ ტრამპთან და ჩვენ მოვაწერეთ ხელი ცეცხლის შეწყვეტას 2019 წელს მაკრონთან და მერკელთან ერთად.
თითოეული მათგანი მეუბნებოდა, რომ ის გაჩერდებოდა, მაგრამ მან დაარღვია შეთანხმება, ჩვენი ხალხი დახოცა, ტყვეებიც არ გაუცვლია, ჩვენ ტყვეების გაცვლაზეც მოვაწერეთ ხელი.
რა ტიპის დიპლომატიაზე ლაპარაკობთ ჯეიდი?
ჯეიდი ვენსი: მე ვსაუბრობ ისეთი ტიპის დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს ნგრევას თქვენს ქვეყანაში.
ბატონო პრეზიდენტო, პატივისცემით, ვფიქრობ უპატივცემულობაა რომ მოხვიდეთ ოვალურ ოფისში და ამ საკითხზე ამერიკული მედიის წინაშე იდავოთ.
ამ ეტაპზე თქვენ წრეზე დადიხართ და ახალწვეულებს აიძულებთ წინა ხაზზე იბრძოლონ იმიტომ, რომ საკმარისი რაოდენობის ჯარი არ გყავთ.
თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს ამ კონფლიქტში ჩარევისთვის.
უარყოფთ, რომ უკრაინის ჯარში ხალხის ნაკლებობას განიცდით?
ფიქრობთ, რომ საპატიო საქციელია ოვალურ ოფისში რომ მოდიხართ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მთავრობას ესხმით თავს და ამით ცდილობთ თქვენს ქვეყანას ნგრევა აარიდოთ
ზელენსკი: პირველ რიგში, ომის მდგომარეობაში ყველას აქვს პრობლემები, მათ შორის თქვენც, მაგრამ თქვენ მშვენიერი ოკეანე გაქვთ, ჯერ არ გრძნობთ ამას, მაგრამ იგრძნობთ მომავალში.
ტრამპი: შენ არაფერი იცი ამის შესახებ, ნუ მიგვითითებ ჩვენ რას ვიგრძნობთ, ჩვენს პრობლემებს ჩვენვე მოვაგვარებთ, ნუ გვეუბნები რომ რამეს ვიგრძნობთ იმიტომ, რომ არ ხარ იმ პოზიციაში, რომ მიგვითითო რამეზე, გახსოვდეს ეს
ჩვენ ვიგრძნობთ თავს ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად - შენ კიდევ, საერთოდ არ ხარ კარგ პოზიციაში.
შენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები და რასაც აკეთებ არის ძალიან უპატივცემულო, უპატივცემულო ამ ქვეყნის მიმართ.
შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია, შენ ვერ იგებ ამ ომს, ძალიან კარგი შანსი გაქვს აქედან გამოძვრენის, ისევ ჩვენივე დამსახურებით.
ჯეიდი ვენსი: ერთხელ მაინც გითქვამთ მადლობა? მთელი ამ შეხვედრის მანძილზე ერთხელ მაინც გითქვამთ მადლობა? პენსილვანიაში ოპოზიციის კამპანიაზე იყავით..
წარმოთქვით მცირედი სამადლობელი სიტყვა აშშ-სა და პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ცდილობს, რომ თქვენი ქვეყანა გადაარჩინოს
ზელენსკი: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ვრჩებით ძლიერები, ომის დაწყებისთანავე ჩვენ მარტოები ვიყავით და გეუბნებით, რომ მადლიერი ვარ თქვენი დახმარების - მადლობა მე ამ კაბინეტსაც გადავუხადე და არამარტო კაბინეტს.
ტრამპი: ჩვენ მოგეცით...პრეზიდენტმა, გვარად ბაიდენმა მოგცა 315 მილიარდი დოლარი, ჩვენ მოგეცით სამხედრო აღჭურვილობა და რომ არა ჩვენი დახმარება, ეს ომი სამ დღეში დასრულდებოდა
ზელენსკი: სამ დღეში, ეს უკვე მოსმენილი მაქვს პუტინისგან - ეს არ არის შემთხვევა, რომელიც 2 კვირაში შეგიძლიათ დაალაგოთ.
ჯეიდი ვენსი: უბრალოდ თქვი, რომ მადლობელი ხარ მიუხედავად ჩვენი უთანხმოებებისა - წავიდეთ და ამაზე ერთად ვიდაოთ ამერიკული მედიის წინაშე კამათის ნაცვლად.
არასწორი ხარ და იცი, რომ არასწორი ხარ.
ტრამპი: ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია თუკი ამერიკელი ხალხი ამას ნახავს, ამიტომ გავაგრძელე ამდენ ხანს.
მადლობელი უნდა იყო - შენ არანაირი კოზირები არ გაქვს, შენ ისინი დამარხე, შენი ხალხი იხოცება, ჯარისკაცები გაკლდება და გვეუბნები, რომ "არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა ეს ვქნა, მინდა ის"...
თუ შენ ცეცხლს ახლა შეწყვეტ, მე გეუბნები, რომ ტყვიების ფრენას და შენივე ხალხის ხოცვას შეაჩერებ.
მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა.
ზელენსკი: ჩვენს ხალხს ჰკითხეთ რა უნდათ.
ტრამპი: ეს მე არ მეხება, ეს ეხებოდა კაცს, გვარად ბაიდენს, რომელიც არცისე ჭკვიანი ადამიანია, ეს ეხებოდა ობამას, რომელმაც ზეწრები მოგცა, მე კიდევ ჯაველინები მოგეცით.
მე მოგეცით ჯაველინები, რომ გაგენადგურებინათ ეს ტანკები, ობამამ მოგცათ ზეწრები და უფრო მადლიერი უნდა იყო, რადგან შენ კოზირები არ გაქვს - ჩვენთან ერთად, შენ გექნება კოზირები, მაგრამ ჩვენს გარეშე არცერთი