გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

2025 წელს საპატრიარქო ცენტრალური ბიუჯეტიდან 68 მილიონს მიიღებს - მთავრობამ დამატებით 43 მილიონი გამოყო

ნახვები: 821 2025 წელს საპატრიარქო ცენტრალური ბიუჯეტიდან 68 მილიონს მიიღებს - მთავრობამ დამატებით 43 მილიონი გამოყო

"საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის სახით, ₾43 მილიონზე მეტი გამოიყო", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის N463 განკარგულებაში წერია, რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტით თარიღდება და ხელს, ირაკლი კობახიძე აწერს, ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით 25 მლნ ლარს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს საპატრიარქოს დაფინანსება ჯამში 68 მილიონ ლარს მიაღწევს.

14 მარტის განკარგულების თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს დაევალა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ₾43 მილიონზე მეტი მიმართოს, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარებისთვის.

განკარგულებას თან ახლავს დანართი, სადაც ჯამში 53 დაწესებულებაა მითითებული. დაწესებულებებს შორის არის:

  • საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი - 25.19 მილიონი ლარი;
  • თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია - 500 000 ლარი
  • წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა - 450 000 ლარი
  • წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა - 370 000 ლარი
  • საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე - 220 000 ლარი.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა