რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება

ხელისუფლებას, პარლამენტსა და ხალხს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია-მაკა ბოჭორიშვილი

ნახვები: 426 ხელისუფლებას, პარლამენტსა და ხალხს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია-მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს გაცხადებული მიზანი ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციაა.

მისივე თქმით, ეს არის ის, რისთვისაც ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ემსახურება იმას, რომ ყველამ ხმამაღლა გაიგოს, საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია.

„დღეს არის მოცემულობა, როცა გარკვეული დისკუსიები მიმდინარეობს უკრაინისთვის ევროინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მომენტი, როცა ყველამ ხმამაღლა უნდა გაიგოს საქართველოს ხმა, თუ რას სურს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტსა და ქართველ ხალხს. ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და სწორედ ამას ემსახურება ჩვენს მიერ ეფექტურად ინიცირებული რეზოლუციის პროექტი.

გულწრფელად გეტყვით, ამ რეზოლუციის პარლამენტში ინიცირება მსურდა ერთი წლის წინ, თუმცა ვფიქრობდი, ეს არის ის საკითხი, რაზეც საჭირო იყო არა მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა და ინიცირება, არამედ ყველა პარტიის თანხმობა და გვერდით დგომა იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში ძალიან დიდხანს მოგვიწია ჩვენ, მხოლოდ „ქართული ოცნების" დეპუტატებს ყოფნა. შესაბამისად, ამ რეზოლუციის იდეა საკმაოდ გაგვეწელა. ეს არის მომენტი, როცა ვფიქრობთ, რომ საჭირო და აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების" 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა