გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს

ნახვები: 841 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს

დაუშვებელია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. გერმანია მხარს უჭერს ნატო-ს გადაწყვეტილებას, არ დახუროს უკრაინის ცა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„ეს რომ ასე იოლი ყოფილიყო, მაშინ გამოსავალს მალევე ვიპოვიდით, დღესვე. ჩვენ რომ შეგვეძლოს ამ ომის შეჩერება, დედების ტანჯვის შეჩერება, მამების, ბავშვების ტანჯვის შეჩერება რომ შეგვეძლოს, ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებდით. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს", - განაცხადა ბერბკომ და დასძინა, „პუტინი არღვევს ყველა საერთაშორისო წესს, ხოლო დასავლეთმა აამოქმედა ეკონომიკური და ფინანსური საშუალებები და ბერკეტები, რათა რუსეთის პრეზიდენტზე მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს".

4 მარტს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ერთიანობას ინარჩუნებენ და მათი პოზიციაა, რომ ნატო-ს თვითმფრინავები არ უზრუნველყოფენ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა