ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

6 მარტის მონაცემებით საქართველოში 92 ადამიანი აიცრა

ნახვები: 448 6 მარტის მონაცემებით საქართველოში 92 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) სტატისტიკით, გუშინ, 6 მარტს საქართველოში მხოლოდ 92 ადამიანი აიცრა კორონავირუსის წინააღმდეგ.

7 მარტის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 1 248 841 ადამიანი, ანუ 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 43.5%. გარდა ამისა, ბუსტერ დოზით აცრილია 222 624 ადამიანი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 050 (2.28%) სრულად აცრილია - 3 181 (1.79%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 532 (15.45%); სრულად აცრილია - 11 092 (13.68%).

მარტის ბოლოს ფაიზერის არსებულ დოზებს ვადა გასდის. ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე ასახულია, რომ მარაგშია 300 ათასზე მეტი დოზა ფაიზერის ვაქცინა.

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ირწმუნება, რომ თვის ბოლოს ვაქცინების ახალ ნაკადს მიიღებენ.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა