გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთისა და ნატო-ს ომი შესაძლოა, 2029 წელს დაიწყოს

ნახვები: 436 გერმანიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთისა და ნატო-ს ომი შესაძლოა, 2029 წელს დაიწყოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთისა და ნატო-ს ომი, შეიძლება, 2029 წელს დაიწყოს.

აღნიშნულის შესახებ ბორის პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკითხი სპეკულაციურად რჩება. სამხედრო ექსპერტებს და სპეცსამსახურებს შეუძლიათ, მიახლოებით შეაფასონ, როდის აღადგენს რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს იმ დონემდე, რომ შეეძლება, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ერთ-ერთ ქვეყანას დაარტყას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს, შეიძლება, მოხდეს 2029 წელს. ახლა გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია 2028 წელს, ხოლო ზოგიერთი სამხედრო ისტორიკოსი აცხადებს, რომ ჩვენ წელს ბოლო მშვიდობიანი ზაფხული გვქონდა“, – განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მუქარების მხრივ ვითარება ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა, თუმცა ამის გაცნობიერება 2022 წელს მოხდა.

„ახლა უკვე ცხადია, რომ მოსკოვი არის დიდი მეტოქე, რომელიც იქცევა მაქსიმალურად დაუნდობლად და იმპერიალისტურად. ამისთვის ჩვენ კიდევ უკეთესად უნდა ვიყოთ მზად“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ნატო-მ არ უნდა შექმნას ისეთის შთაბეჭდილება, თითქოსდა თავს ვერ დაიცავს. პისტორიუსის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს შეკავების მნიშვნელოვანი პოტენციალი, როგორც „ჩვეულებრივი, ისე ბირთვულიც“, ხოლო გერმანიას ჰყავს ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები, მაგრამ საჭიროა მათი უკეთ აღჭურვა“.

გერმანიის თავდაცვის მინისტრს უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მარია ზახაროვას თქმით, „ახლა უკვე ეჭვგარეშეა, ვინ არის აგრესორი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა