ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

მინიმუმ 250-300 რუსი ახალწვეულია მძევლად აყვანილი-არესტოვიჩი

ნახვები: 425 მინიმუმ 250-300 რუსი ახალწვეულია მძევლად აყვანილი-არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინას 250-300 რუსი ახალწვეული ჰყავს მძევლად აყვანილი.

მისი თქმით, ახალწვეულები უკრაინელებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან, მათ შორის თავდასხმის მეთოდებზე.

„მე შემიძლია ვთქვა, რამდენი მათგანია ტყვედ აყვანილი - მინიმუმ 250-300, მხოლოდ ახალწვეული. ახალწვეულებმა ბევრი საინტერესო რამ გვითხრეს, მათ შორის არიან მე-15 ავტომატური იარაღის ბრიგადის ახალწვეულ-სკაუტები, ვინც მანამდე სირიაში იბრძოდა, ასევე ე.წ „მშვიდობისმყოფელები" მთიან ყარაბაღში და ისინი, ვინც მანამდე იბრძოდა დონბასში. მათ ბევრი რამ გვითხრეს სირიასა და დონბასზე და უკრაინაში სირიის მეთოდებზე - ისინი ქალაქებს ალყას არტყამენ და ვინაიდან არ შეუძლიათ [უკრაინის] არმიის დამარცხება მოსახლეობის დამარცხებას ცდილობენ ისე, როგორც ახლა მარიუპოლში ხდება", - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი ცნობით, რთულია იმის თქმა რამდენი ახალწვეული იბრძვის ახლა უკრაინაში, მაგრამ ირწმუნება, რომ ყველა მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ახალწვეულებიც მონაწილეობენ.

„ჩემი გამოთვლებით მინიმუმ 80-100 ათასი ახალწვეული უნდა იყოს აქ. უკრაინაში დაღუპულთა ნახევარიც ახალწვეულია", - აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ დაადასტურა, რომ უკრაინაში ახალწვეულთა ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" გამოვლინდა. მათივე თქმით, თითქმის ყველა მათგანი რუსეთში დააბრუნეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა