გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ იაშკა ციგანკოვი-აქტივისტებმა მოსკოვის გამზირზე აბრებს სტიკერები გადააკრეს

ნახვები: 906 არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ იაშკა ციგანკოვი-აქტივისტებმა მოსკოვის გამზირზე აბრებს სტიკერები გადააკრეს

აქტივისტებმა თბილისში, მოსკოვის გამზირზე ქუჩის აღმნიშვნელ აბრებს სტიკერები გადააკრეს, წარწერით "იაშკა ციგანკოვის გამზირი".

უკრაინელი ჯარისკაცი იაშკა ციგანკოვი ხარკოვის რეგიონში იზიუმისთვის ბრძოლაში 10 მარტს დაიღუპა.

საკუთარი ფეისბუქ გვერდის ქავერზე ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო ჰქონდა დაყენებული, Unian-ის გამოქვეყნებულ ფოტოში კი ქართული ჯარის ფორმა აცვია.

"მე დავიმახსოვრე ერთი გვარი, გმირის და მისაბაძი ადამიანის - გიორგი ანწუხელიძის. ფეისბუქ ქავერადაც დავიყენე მისი ფოტო, რომ არ დავივიწყო მისი გმირობა. ის არ დანებდა, ყველა განსაცდელს ქრისტესავით გაუძლო და დაიღუპა სულიერად გაუტეხავი, ის არის ჩემთვის გმირობის მაგალითი, მთელი საქართველო ჩემთვის გმირობის მაგალითია" - ამას ამბობდა უკრაინელი მებრძოლი იაშკა ციგანკოვი და 2014 წლიდან გიორგი ანწუხელიძის ფოტო ეყენა ქავერად, რათა "არ დაივიწყოს".

ის 10 მარტს გმირულად დაიღუპა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ იაშკა ციგანკოვი" - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა