ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან-ვაშაძე

ნახვები: 444 ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან-ვაშაძე

ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნეიტრალიტეტი სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ნეიტრალიტეტი არის თემა, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. გარკვეული ჯგუფები ამ თემაზე ორკესტრირებულად საუბრობენ და სამწუხაროდ, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას ვერ იაზრებენ, რომელიც დღეს ქვეყანაშია. მცდარია დამოკიდებულება, რომ უკრაინა ნეიტრალიტეტის გზით მიდის. უკრაინასთან საუბარია უსაფრთხოებისა და სამხედრო გარანტიებზე, ასევე უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს შექმნაზე. ასეთი სახის უსაფრთხოების ჩარჩო ნატო-ში ინტეგრაციამდე ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოსთვისაც, მაგრამ ამას ისე ნურავინ წარმოადგენს, თითქოს უკრაინა განიარაღებას და ნეიტრალიტეტს აპირებს, ყველაფერი ამით დასრულდება. ეს არის ტყუილი და არასწორი გაგება ამ პროცესის. ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დიდი ნაწილი შეიძლება შეცდომაში შედის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი გამიზნულად ამ თემის პედალურობას ახდენს. მათ შორის, პოლიტიკოსები.

ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან. ჩემი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტი კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის საქართველოს გადარჩენის გზა, ეს არის საქართველოს დესუვერენიზაციის გზა, ანუ, დამოუკიდებლობის დაკარგვის გზა, რაც ყველას უნდა გვესმოდეს. მზად უნდა ვიყოთ, რომ ნატო-ში გაწევრიანებამდე შეიძლება უსაფრთხოების გარკვეულ მოდელებში მონაწილეობის შანსი გაგვიჩნდეს. ოღონდ, ეს არის ნატო-ში გაწევრიანებამდე და ეს არ არის ნატო-ს წევრობის სანაცვლო მექანიზმი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა