რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება

ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიის დაცვაში ყველა შესაძლო გზით-ლატვიის პრეზიდენტი

ნახვები: 426 ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიის დაცვაში ყველა შესაძლო გზით-ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი აცხადებს, რომ ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მოკავშირეებს ორი მთავარი ამოცანა აქვთ, რაც უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმებას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას გულისხმობს.

„დღეს ჩვენ ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: პირველი, შევთანხმდეთ შეძლებისდაგვარად მასშტაბურ დახმარებაზე უკრაინისთვის. მეორე არის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ამ ორ ამოცანასთან გამკლავებას. ჩვენ ვისაუბრებთ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე, რადგან ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ესაა ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამაზე შევთანხმდებით", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა.

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ალიანსის წევრებს ასევე აქვთ პასუხისმგებლობა პარტნიორების მიმართ და მათ დემოკრატიის დაცვაში დაეხმარებიან.

„ჩვენ ასევე გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა პარტნიორების მიმართ. მაგრამ ეს არის 30 წევრი ქვეყნის, მოკავშირეების თავდაცვის ალიანსი და ჩვენ ასევე დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიის დაცვაში ყველა შესაძლო გზით. ბოლოს და ბოლოს რუსეთი უნდა დამარცხდეს", - აღნიშნა ეგილს ლევიტსმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა