გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის-რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე

ნახვები: 831 რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის-რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე

რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ", - თქვა მედინსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, „კიევი პირობას დებს, რომ უარს იტყვის სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე, უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე და გარანტორი ქვეყნების თანხმობის გარეშე სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე".

„უსაფრთხოების გარანტიები არ ვრცელდება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე, უკრაინა უარს ამბობს ყირიმისა და სევასტოპოლის სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს პოზიციას, მაგრამ უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა", - თქვა მედინსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა