ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას-პეტერ სიიარტო

ნახვები: 444 ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას-პეტერ სიიარტო

უნგრეთმა რუსეთისგან საჰაერო გზებით ბირთვული საწვავი მიიღო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი", უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს.

პეტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობზე და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი" იქნება.

ამასთან სიიარტოს თქმით, რუსეთისგან საჰაერო გზით ბირთვული საწვავი მიიღეს „პაკშის" ატომური ელექტროსადგურისთვის.

„საწვავს ყოველთვის ვიღებდით რუსეთისგან სარკინიგზო გზით უკრაინის გავლით, სამწუხაროდ, ეს აღარ არის შესაძლებელი, შესაბამისად, მოგვიწია ალტერნატიული გზის პოვნა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საწვავი ბელარუსის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საჰაერო სივრცეების გამოყენებით მიიღეს სამივე ქვეყნის თანხმობით, რადგან ბირთვული საწვავზე ევროკავშირის მხრიდან სანქციები არ არის დაწესებული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა