ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილი, რომ სანქციების რესურსი არ არსებობს-

ნახვები: 425 არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილი, რომ სანქციების რესურსი არ არსებობს-

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მეგობრების ყოფნა უკრაინაში. უკრაინაში წასვლა არწასვლა არ უნდა იყოს მთავარი თემა. ვისაც უნდა ჩავიდეს, ვისაც უნდა, არ ჩავიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

შეკითხვაზე, ვინ მასპინძლობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინაში, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამოჩნდება. „გამოჩნდება, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოძემ დადებითად შეაფასა საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ეს ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობაში აისახება.

„ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება იყოს, ასეთია – კარგია, როდესაც პარლამენტის წარმომადგენლობა უკრაინაში ჩადის. კარგი იქნება, თუ ეს ვიზიტი აისახება ორმხრივ თანამშრომლობაში და არ გაგრძელდება ის, რაც სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ, ისევ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, მართალია, საქართველო სანქციებზე ნაწილობრივ მიერთებულია, მაგრამ არ ესმის, რატომ ამბობს შალვა პაპუაშვილი, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კანონპროექტი ექნება.

„ჩვენ სანქციებზე ნაწილობრივ მიერთებული ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მივუერთდეთ სანქციებს, როგორიც არის კონკრეტულ პირებზე სანქციების დადება, მაგალითად, დუმის ყველა დეპუტატზე, ვინც მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე. ეს არის მრავალმხრივი სანქციები. შესაბამისად, საუბარია იმაზე, რომ ასეთი სანქციების დაწესება, შესაძლებელია. ამიტომ მე არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილი, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს. არსებობს და ჩვენ ამაზე კანონპროექტი გვექნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა