ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

რუსეთმა გაეროს შეთავაზებულ სააღდგომო ჰუმანიტარულ პაუზაზე უარი თქვა

ნახვები: 425 რუსეთმა გაეროს შეთავაზებულ სააღდგომო ჰუმანიტარულ პაუზაზე უარი თქვა

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცია აცხადებს, რომ რუსეთმა უარი თქვა "სააღდგომო ჰუმანიტარულ შესვენებაზე", რისკენაც მხარეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა.

მან ასევე ატვირთა ვიდეო, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში, რადგან ეს უკრაინას მისცემს გადაჯგუფების, დრონებისა და შეიარაღების ახალი პარტიის მიღებას.

„ანტონიუ გუტიერეშმა 21 აპრილს „სააღდგომო ჰუმანიტარული შესვენებისკენ“ მოგვიწოდა, რათა მოქალაქეთა ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორები მოეწყოს. მოსკოვის ფიურერის პოზიცია რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა უშიშროების საბჭოზე“, - წერს კისლიცია.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა 19 აპრილს მართლმადიდებლური სააღდგომო კვირასთან დაკავშირებით მხარეებს უკრაინაში ომის "ჰუმანიტარული პაუზისკენ" მოუწოდა.

 

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა