ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში განალაგეს

ნახვები: 425 უკრაინის გენშტაბი - რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში განალაგეს

რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში, ბელგოროდის რეგიონში, სლობოჟანსკის მიმართულებით განალაგეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული.

„სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი ჯარების დაჯგუფებას აძლიერებს და ბელგოროდის რეგიონში დამატებითი ძალების კონცენტრირებას ახდენს. მტერი აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას, აგრძელებს ჩვენი საჯარისო ნაწილებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით ცეცხლს ხსნის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბელარუსის ჯარების გარკვეული ნაწილები აგრძელებენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გადაფარვას ბრესტისა და გომელის რეგიონებში. გარდა ამისა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილები ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში უკრაინა-რუსეთის საზღვრის ინტენსიურ დაცვას აგრძელებენ. უკრაინის საზღვრიდან სამ კილომეტრში, ბრიანსკის რეგიონში ოკუპანტები აძლიერებენ საინჟინრო-საფორთიფიკაციო პოზიციებს.

„მარიუპოლის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ სროლას და ჩვენი დანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ რაიონში. გარდა ამისა, ახორციელებენ საავიაციო დარტყმებსაც. მტერი ასევე ცდილობს უზრუნველყოს საკუთარი ჯარის ლოგისტიკური მხარდაჭერა“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თორმეტი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს ოთხი ერთეული ტანკი, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა, ოთხი ერთეული საავტომობილო ტექნიკა და ხუთი ერთეული საარტილერიო სისტემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა